ბიზნესდავა ქუთაისში – ირლანდიისა და ამერიკის მოქალაქეებს შორის კერძო ქონებაზე დაწყებული დავა ჩხრეკით გაგრძელდა.
ამერიკის მოქალაქის დროებით საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, გამოკითხეს და მობილური ტელეფონი შემოწმების მიზნით წაიღეს.
გამომძიებლები მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ეძებდნენ.
როგორც ამერიკის მოქალაქე განმარტავს, სამართალდამცველებს მისმა ბიზნესპარტნიორმა მიმართა და ის უსაფუძვლოდ დაადანაშაულა. როგორც აღნიშნული პირი აცხადებს, დავა რეალურად ბიზნესის წილებს უკავშირდება და მის პარტნიორს მისი ჩამოშორება სურს.
კომენტარები