მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ,  გაფიცულმა ათასობით მაღაროელმა და მათმა ოჯახის წევრებმა ქალაქში კიდევ ერთი მსვლელობა მოაწყვეს.

3 ათასზე მეტი დასაქმებული  კომპანიის მიერ შეთავაზებულ  პირობებს აპროტესტებს და  არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

მე-5 დღეა, გაჩერებულია ყველა მაღარო, ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ. ქუჩის პროტესტის რეჟიმზე გადასული დასაქმებულები აცხადებენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

კომენტარები