ჭიათურაში მე-6 დღეა, ყველა მაღარო გაჩერებულია და მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.
3000-ზე მეტი დასაქმებული ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.
გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“შეთანხმების მაგივრად ჩვენ მივიღეთ დაცინვა, ულტიმატუმი და დაშინება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ 40%-ით მეტი სამუშაოს შესრულებას, რომ გადარჩეს კომპანია და იარსებოს, იძულებული გახდება ჭიათურა და აფრიკული მარგანეცით მოამარაგოს ზესტაფონის ფერო. მე მინდა, მივცე ყველას პირობა, რომ ზესტაფონის ფერო აფრიკული მარგანეცით ვერ მომარაგდება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კომენტარები