მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.

პროტესტის მეშვიდე დღეს 9 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.

მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” არანაირ დათმობაზე არ წავიდა.

3000-ზე მეტი დასაქმებული ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ჭიათურაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი მედიატორი, რომელიც პროცესებში ჩაერთო.

კომენტარები