ქუთაისელმა მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 9-დან 19 ივნისის ჩათვლით ჩატარდა, 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ქუთაისელი მკლავჭიდელები ევროპის ჩემპიონატზე 11 სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილი და საერთო ჯამში 11 მედლის მფლობელები გახდნენ.
მამაკაცთა შორის დიდებში ვერცხლის მედალს დაეუფლა ირაკლი გამთენაძე (90 კგ). დიდებში ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ გიორგი კვასტიანი 55 კგ. და ანზორ ბროკიშვილი ( 75 კგ.)
23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ნოდარი ბოჯგუა 70 კგ. ( მარცხენა) და ავთანდილ თუთბერიძე 85 კგ. ( მარცხენა). თუთბერიძემ ოქროსთან ერთად ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა (მარჯვენა ხელით).
23-წლამდელებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ბილალ კოჯაევი 55 კგ. ( მარჯვენა)
პარა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა ვახტანგ ახობაძე (დიდები 60 კგ.).
ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა რევაზ თევდორაძემ (დიდები, 70 კგ. მარჯვენა და მარცხენა), ერთი ვერცხლი კი რევი თუთისანის ანგარიშზეა ( +100 კგ. მარცხენა).
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა როგორც დიდებში (მამაკაცთა შორის), ასევე ქალებში, 18 წლამდე, 23 წლამდე ჩემპიონატებსა და პარა მკლავჭიდში.
ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლების საერთო ჯამით კი მეორე ადგილზე გავიდა.
კომენტარები