მთავარიახალი ამბებიიმერეთი

რომან გოცირიძე – მაღაროელებს ვურჩევ, რომ არ მოტყუვდნენ

რომან გოცირიძე – მაღაროელებს ვურჩევ, რომ არ მოტყუვდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, “კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს”.

“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა, რომელშიც შედის ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხის ჰესი. იგი უკრაინელ ბიზნესმენს, იგორ კოლომოისკის ეკუთვნის. ეკოლოგიური ზიანის შემცირების მოტივით 2017 წელს სასამართლოს მეშვეობით ეს საწარმო სახელმწიფომ ფაქტობრივად ჩამოართვა მესაკუთრეს, დანიშნა სახელმწიფო მმართველად სახელისუფლებო კლანის წარმომადგენელი  და იმ დღიდან მოყოლებული ძარცვავენ და ითვისებენ სხვისი ქონების ნაყოფს.

საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტის მიზნით, ეს დროებითი მმართველი მიმართავს მუშებს, რომ მათ გადასცემს ამ საწარმოს მართვაში. საკითხავია, მხოლოდ ჭიათურის ნაწილის გადაცემას აპირებენ და თავიანთი ჭკუით მემაღაროელების მოტყუებას, თუ ზესტაფონის საწარმოსაც, ვინაიდან ეს საწარმოები ერთი ციკლის ნაწილი. ალბათ მხოლოდ გაკოტრებულ ჭიათურას. თუმცა ესეც ბლეფია. იციან, რომ ამაზე არავინ დათანხმდება.

უცხოელი ინვესტორის საკუთრების მიტაცების ეს დანაშაულებრივი ფაქტი აუცილებლად იქნება მომავალში გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი.

მემაღაროელებს კი ვურჩევ, რომ არ მოტყუვდნენ. ფეროში აკეთებენ ეს თაღლითები და სხვისი ქონების მიმტაცებლები ფულს, რომლითაც სახელისუფლებო მედიასაშუალებებს  და “ქართულ ოცნებასაც” აფინანსებენ. მოითხოვეთ, რომ ქონება დაუბრუნდეს პატრონს. მესაკუთრე უკეთესად მიხედავს მას”, – წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები