ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუთიბავია.
სარეველა ბალახების და ეკალბარდების ალყაშია მოქცეული საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი შენობის უკან მხარე.
პარლამენტის ყოფილ შენობას წლებია, ყურადღებას არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ აქცევს. გაუთიბავი ბალახი კი ქვეწარმავლების საყვარელ სივრცედ გადაიქცა.
ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანო თბილისში 2019 წლიდან გადაიტანეს. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა, რომ ადგილზე საპოლიციო ჰაბი მოეწყობოდა, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ფიქრობს, რომ პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ ტექნოპარკი უნდა მოეწყოს.
კომენტარები