მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბის მიმდებარედ წყალმა ლიანდაგები დატბორა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბის მიმდებარედ წყალმა ლიანდაგები დატბორა

დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზაში აცხადებენ, ლიანდაგების მიმდებარედ ჩამოიშალა ნიადაგი. მათივე ინფორმაციით, ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია.

“კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები