მთავარიახალი ამბებიიმერეთი

რუსული Red Wings მოსკოვი-ქუთაისის პირველ რეისს 10 ივლისს შეასრულებს

რუსული Red Wings მოსკოვი-ქუთაისის პირველ რეისს 10 ივლისს შეასრულებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, პირველი რეისი მოსკოვსა და ქუთაისს შორის 10 ივლისს შესრულდება. ბილეთის ღირებულება 237 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ Red Wings-ს ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი ჰყავდა შეყვანილი. ავიაკომპანია უკრაინას სანქცირებული ჰყავს. ამასთან, 2022 წელს, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო სანქციები დაუწესა.

Red Wings საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო. ავიაკომპანია რეისებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობის გამო ვერ იწყებდა.

კომენტარები