მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შიმშილობის მე-6 დღეს ადვოკატი მარიამ ლევიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

შიმშილობის მე-6 დღეს ადვოკატი მარიამ ლევიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისში, 6-დღიანი პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის შემდეგ, ადვოკატ მარიამ ლევიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

უფლებადამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, ადვოკატს ტაქიკარდია უფიქსირდება, რაც შიმშილობის შედეგია.

ადვოკატმა მარიამ ლევიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა 12 ივლისს გამოაცხადა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ მან თქვა, რომ მოსამართლეებს „გადაწყვეტილება არ მიუღიათ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით”, რის გამოც მან დაკარგა სამართლებრივი ბრძოლის იმედი და პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს.

მარიამ ლევიძე ძმების უფლებებს იცავს. ადვოკატი ითხოვდა, სასამართლოს უკანონოდ ეცნო მათთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის გადაწყვეტილება.

ძმებს ორდერი ორი თვის წინ, წყალტუბოს პოლიციის რაიონულ სამმართველოში გამოუწერეს.

24 მაისს 14 წლის გოგომ პოლიციაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ განაცხადა. მისი ჩვენების საფუძველზე ბავშვის მამასა და ბიძას ბრალი ოჯახში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის (სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე პრიმა მუხლით) ბრალდებით წაუყენეს და დააპატიმრეს.

დაკავებიდან მეორე დღეს პოლიციამ ძმებს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, ერთი დღის შემდეგ კი სასამართლომ ისინი 5000-5000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. საქმის არსებითი განხილვა კი აგვისტოში ჩანიშნა.

კომენტარები