პარლამენტში ხმაური და დაპირისპირებაა. “ქართული ოცნების” და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და უთხრეს, რომ რუსეთის ჯაშუშია, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.
მანდატურებმა სცადეს, სიტუაცია განემუხტათ, თუმცა დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ოპოზიცია სკანდირებს – „რუსებო“. ფოიეში ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებიან „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები.
კომენტარები