მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა

ირაკლი ღარიბაშვილი – უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო  რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90 პროცენტიანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

“ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. 2012 წლიდან ის  ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო  რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90 პროცენტიანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები