ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია “ისი-პარი” გატეხეს.
ადგილზე დილით მისულ თანამშრომლებს მინები ჩამსხვრეული, სალარო აპარატიდან კი თანხა დახვდათ წაღებული.
“ისი-პარის” მენეჯერი “ინფო იმერეთთან” აცხადებს, რომ სალაროში თანხა არ ჰქონდათ დატოვებული და მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
კომენტარები