ტყიბულელი სპორტსმენი ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.
ოცდაორი წლის ქართველმა სპორტსმენმა ბაქოში გამართულ შეჯიბრებაზე, ძიუდოში, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალის გზაზე რუსი, ბრიტანელი, ხორვატი და ფრანგი მეტოქეები ჩამოიშორა.
გადამწყვეტ შეხვედრაში იგი კიდევ ერთ რუსს მატვეი კანიკოვსკის დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.
კომენტარები