ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია ქალაქში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა კოხრეიძის თქმით, ქალაქში გადაადგილება უკვე საშიშია.
“ქუთაისში გადაადგილების უკვე მეშინია, შეიძლება აგური დაგეცეს თავში”, – განაცხადა ანა კოხრეიძემ.
ოპოზიციონერ დეპუტატს “ქართული ოცნების” წევრმა გია გუბელაძემ მიმართა, რომ მას ნამდვილად უნდა ეშინოდეს ქუჩაში მოძრაობის.
კომენტარები