მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მოქალაქე სახლიდან იძულების წესით გამოასახლეს

ქუთაისში მოქალაქე სახლიდან იძულების წესით გამოასახლეს

ქუთაისში, ვაჟა ფშაველას ქუჩიდან მოქალაქე იძულების წესით გამოასახლეს.

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მოქალაქის ღირსეული ცხოვრება.

“ქუთაისში, ვაჟა ფშაველას ქუჩიდან მოქალაქე იძულების წესით გამოასახლეს. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს კიდევ ერთ მევახშეობით დაზარალებულ ოჯახთან.

ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მოქალაქის ღირსეული ცხოვრება. უსახლკაროდ არავინ უნდა დარჩეს. მინდა მოვუწოდო, როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამოცხადდეს მორატორიუმი. შეჩერდეს იძულებით გამოსახლებები, მანამ სანამ საქართველოს კანონმდებლობა დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ არ შეიცვლება”, – აცხადებს ელეონორა არჩაია.

კომენტარები