საქართველოში საწვავი გაძვირდა.
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საერთაშორისო ბირჟებზე ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა გაზრდილი.
ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ საქართველოს მთავარ საიმპორტო ბაზარზე – რუსეთში საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აიკრძალა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქსელში საწვავის სხვადასხვა სახეობები 4, 5, 8 და 10 თეთრითაც კი გაძვირდა და 3 ლარს სცდება, რიგ სადგურზე კი 4 ლარსაც.
კომენტარები