მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა კონტრასტი და მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის წინ”

“მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა კონტრასტი და მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის წინ”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მან შეგნებულად, მიზანმიმართულად გადაახდევინა ოჯახს მისი და მისი შვილის ამერიკაში სასწავლებლად წასაყვანად დაქირავებული სამთავრობო თვითმფრინავის ხარჯი.

მისივე თქმით, მას არასოდეს უსარგებლია ბიუჯეტით.

“მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, მე არასოდეს არ მისარგებლია ბიუჯეტით, და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის რაღაც იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემ მგზავრობაში და არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში. მე შეგნებულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება, ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, რომ ჩვენ არასოდეს ბიუჯეტს არ ვიყენებთ, როგორც პირადი ოჯახის ბიუჯეტს და გვეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის წინ გამეფებული აქ, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები