გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში მოკლული 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
სავარაუდო დამნაშავე ადგილობრივია, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა.
ცნობილია, რომ ის ვადაზე 3 წლით ადრეა გათავისუფლებული.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები