მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თვალებზე ცრემლები აქვს და მეუბნება, დედა, ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე და მაწვდის ფურცელს”

“თვალებზე ცრემლები აქვს და მეუბნება, დედა, ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე და მაწვდის ფურცელს”

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გოგონას დედა მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

“დილით ჩანთას რომ ალაგებდა და სკოლაში უნდა წასულიყო, უნახავს ფურცელი. იმ ტექსტით, რა ტექსტიც ალბათ, ყველამ იცის და ნახეთ. ანუ მასწავლებლების შეცოდების გამო, ბავშვმა საღამომდე მოითმინა და დამიმალა ეს ფაქტი. საღამოს მოვდივარ, სამზარეულოში რაღაცას ვაკეთებ და შემოდის გათეთრებული აბსოლუტურად ბავშვი და მეუბნება, ცრემლები თვალებზე აქვს და მეუბნება, დედა, ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე და მაწვდის ფურცელს. გავხსენი ფურცელი და ვხედავ ამ საპარსს, რაღაც “ბრიტვა”, თუ არ ვიცი, ქართულად რაც ჰქვია, შემდეგი ტექსტით, რაც იყო. შენ თუ ამას და ამას არ გააკეთებ, მოკლედ, ან შენ თვითონ დაიზიანებ თავს, ან მე თვითონ ჩაგახრჩობ სკოლის საპირფარეშოს უნიტაზში”, – აცხადებს გოგონას დედა.

როგორც ირკვევა, უკვე ერთი წელია, რაც არასრულწლოვანი შანტაჟის მსხვერპლია, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია ამაზე არ რეაგირებდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

კომენტარები