მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს, მისი ცოლი კი დაჭრეს

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს, მისი ცოლი კი დაჭრეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა მამაკაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა.

დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ათენში მოხდა. თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ მამაკაცს ესროლა.

თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა.

კომენტარები