გელათში ისტორიული მონასტრის განადგურება გრძელდება. უნიკალური ფრესკებიდან ფრაგმენტების ცვენა გრძელდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენია სახლიას” წევრები ამბობენ, რომ გელათის საპატრიარქოსთვის გადაბარებიდან 7 თვის თავზე, ფერწერის მდგომარეობა დინამიურად მძიმდება.
“პოლიტიკური როქის გათამაშებიდან, ანუ წულუკიანის მიერ პასუხისმგებლობის არიდების და დანაშაულებრივი “რესტავრაციის” კატასტროფული შედეგების აღმოფხვრისთვის გელათის საპატრიარქოსთვის გადაბარებიდან 7 თვის თავზე, ფერწერის მდგომარეობა დინამიურად მძიმდება. ცვენის პროცესს ვერაფერი აჩერებს. ამ დროში, რაც გარე სამუშაოების საწარმოებლად ხელსაყრელ პერიოდს დაემთხვა, ტენიანობის შემანარჩუნებელი ფაქტორის, უხარისხო დროებითი გადახურვის შეცვლის გადაწყვეტილებაც ვერ იქნა მიღებული. ზამთრის დადგომამდე ორი თვე რჩება და იმედი, რომ მორიგ ზამთარს გელათი შესაბამისი ხარისხის და მდგომარეობის შემამსუბუქებელი დროებითი გადახურვით შეხვდება, პრაქტიკულად გადაწურულია”, – აცხადებენ “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლები.
კომენტარები