ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა დღეს, 19:00 საათზე მასშტაბური აქციისთვის ემზადება.
ადგილობრივები მათი დასახლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, მომწამლავი და ტოქსიკური სუნის გამო ადგილზე ცხოვრება შეუძლებელია.
“ფანჯარას ვერ ვაღებ სახლში, ფეხმძიმე ცოლი მყავს და საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. აქ არის უმძიმესი სუნი და ცხოვრება არის შეუძლებელი”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები