მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ხელნაკეთი ნივთების მაღაზია გაიხსნა

ქუთაისში ხელნაკეთი ნივთების მაღაზია გაიხსნა

ქუთაისში ხელნაკეთი ნივთების მაღაზია გაიხსნა. ხელნაკეთი საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი, საფულეები, სამაჯურები,  ბროშები, მაცივრის სამაგრები, გაფორმებული ჭიქები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ საგნებისა, რომელიც წერეთლის #8-ში სახელოსნო “ტასიკოს კრავთ სტუდიოში” დაგხვდებათ.

სახელოსნოში დიზაინერი ელისო გეგენავა გიმასპინძლებთ.

“ჩემს სახელოსნოში მოსულებს დაგხვდებათ სხვადასხვა არტისტების მიერ შესრულებული ნივთები. ყველაფერი, რასაც აქ დაინახავთ, ხელით დამზადებულია. ადგილზე ასევე შემიძლია დაინტერესებულ პირებს ჩავუტარო ქსოვის მასტერკლასი. მომავალში ვგეგმავ მასტერკლასები ჩავატაროთ ქსოვაზე, ბისერებით სამკაულების აწყობაზე, ქარგვაზე, საახალწლო სათამაშოების გაკეთების მასტერკლასებზე და ა.შ”, – ამბობს დიზაინერი ელისო გეგენავა.

კომენტარები