მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ცენტრალური შადრევანი ისევ გამორთულია

ქუთაისში ცენტრალური შადრევანი ისევ გამორთულია

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევანი ისევ გამორთულია.

ქალაქში ჩამოსული ტურისტები, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ფოტოებს გამორთულ შადრევანთან იღებენ.

“ეს შადრევანი ხან გამორთულია, ხან არ მუშაობს. ტურისტები კი მიდიან და უწყლო შადრევანს უღებენ ფოტოებს”, – ამბობს ადგილობრივი ლეილა მესხი.

კოლხური შადრევნის რეაბილიტაცია გასული წლის მაისში დასრულდა.

შადრევნის რეაბილიტაციაზე რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაიხარჯა.

პროექტი “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.

რეაბილიტაციის შემდეგ შადრევანი პერიოდულად გამორთულია.

კომენტარები