მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისსა და აეროპორტს შორის საჯარო ტრანსპორტის დამატების ინიციატივით, ოფიციალურად მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს”

“ქუთაისსა და აეროპორტს შორის საჯარო ტრანსპორტის დამატების ინიციატივით, ოფიციალურად მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს”

ქუთაისის საკრებულოს წევრი, პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი ელეონორა არჩაიას  ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას წერილით მიმართავს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოითხოვს, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტსა და ქუთაისს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნოს.

“ქუთაისსა და აეროპორტს შორის საჯარო ტრანსპორტის დამატების ინიციატივით, ოფიციალურად მივმართე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას. იმედი მაქვს, კოლეგები მხარს დაუჭერენ წამოყენებულ ინიციატივას და უმოკლეს დროში გადაიჭრება ეს პრობლემა”, – აცხადებს ელეონორა არჩაია.

კომენტარები