დანგრეული გზა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდიკორის მოსახლეობას ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის.
ერთადერთი კომუნიკაცია, რომელიც სოფელს რეგიონთან აკავშირებს, იმდენად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რომ მისი ჩანგრევა ყოველ წუთს არის შესაძლებელი, მაგრამ მოსახლეობა იძულებულია, რისკის მიუხედავად ამ გზით ისარგებლოს.
“საგანგაშო მდგომარეობა გაქვს, კი ხედავთ თქვენც როგორაა გზა ჩავარდნილი და გაფუჭებული, სკოლის ბავშვები დადიან ყოველდღე, 17 მოსწავლე. საქონელი გვყავს, მანქანები გვყავს, მიცვალებულია, ავადმყოფია, სასწრაფო გვჭირდება, ვერ გადადის და ვერ გადმოდის ვერაფერი.
როცა მიცვალებული გვყავს, ჩვენც ვდგებით ხანდახან დროშებით ჩქარა არ წახვიდეთ, არ ჩავარდეთ ვინმეთქო, პატრონი არ გვყავს”, – აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია და რეაბილიტაციის პროექტიც არსებობს, მაგრამ, უკვე ერთი წელია, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გზის 60-მეტრიანი მონაკვეთის შესაკეთებლად თანხა ვერ გამონახა.
მიწაგამოცლილი გზის გაჭიანურებულ რეაბილიტაციას ოპოზიციაში მორიგ კორუფციულ სქემას უკავშირებენ.
კომენტარები