მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადებს. დასკვნა დღის განმავლობაში გასაჯაროვდება, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა.

პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და მაია კოპალეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის “ქართულ ოცნებას” საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.

კომენტარები