მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

Bioderma – ეფექტური საშუალება სახის კანისთვის და არა მხოლოდ

Bioderma – ეფექტური საშუალება სახის კანისთვის და არა მხოლოდ

Bioderma – ბიოდერმა სებიუმი დასაბანი გელი Sebium Purifying Cleansing Foaming Gel 

სახის დასაბანი გამწმენდი გელი რეკომენდებული ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოვლისთვის. ის შექმნილია ინოვაციურ ფორმულაზე, რომელიც უზრუნველყოფს კანის სრულყოფილ მოვლასა და გაწმენდას. გელი არეგულირებს კანზე ცხიმის გამოყოფას, აქრობს ცხიმოვან სიპრიალეს კანზე, სათუთად წმენდს კანს, ამდიდრებს კანს ყველა იმ კომპონენტით რაც საჭიროა ცხიმიანი კანისთვის. გელის გამოყენების შემდგომ კანი უფრო სუფთაა, მკვრივი და ელასტიურია.

ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს პარაბენებს.

გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს სველ კანზე, მსუბუქი მასირებით აიქაფეთ და ჩამოიბანეთ წყლით.

Bioderma – ბიოდერმა ატოდერმის ბალზამი Atoderm PP Baume

ულტრა-დამატენიანებელი ეფექტის მქონე ბალზამი რეკომენდებულია ძალიან მშრალი, გაღიზიანებული და ატოპიური სახისა და ტანის კანისთვის. გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლიდან. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი PP და დამატენიანებელი Écodéfensine™ პატენტი, აღადგენენ კანის ლიპიდურ შრეს, უზრუნველყოფენ ეპიდერმისის დამცველობითი ფუნქციის გაძლიერებას, ატენიანებენ კანს 24 საათის განმავლობაში, ამცირებენ ქავილით გამოწვეულ დისკომფორტს. სწრაფად შეიწოვება კანის ზედაპირიდან. არ აქვს სუნი.

გამოყენების წესი: დაიტანება სუფთა კანზე დილით და/ან საღამოს, შეიზილეთ ნაზი, წრიული მოძრაობებით სრულ შეწოვამდე. არ შეიძლება ბალზამის გამოყენება ძლიერ გაღიზიანებულ არეზე, სადაც კანის მთლიანობა დარღვეულია.

 

Bioderma – ბიოდერმა ჰიდრაბიო შრატი Hydrabio Serum

ჰიდრაბიოს შრატი უზრუნველყოფს კანის სწრაფ და ხანგრძლივ დატენიანებას. კანს ხდის გლუვსა და უბრუნებს მას ბზინვარებას. რეკომენდებულია გაუწყლოებული, მგრძნობიარე კანისთვის, თინეიჯერებისა და ზრდასრულებისთვის. შრატში შემავალი Aquagenium™ ბიოლოგური პატენტი და ძლიერი დამატენიანებელი ნივთიერებები, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, ქსილიტოლი და გლიცერინი უზრუნველყოფს კანის ძლიერ, სწრაფ და ხანგრძლივ დატენიანებას ბუნებრივი გზით.

არაკომედეგენური. ექსტრა ნაზი ტექსტურის. გამოიყენება მაკიაჟის ბაზად.

გამოყენების წესი: დაიტანეთ ჰიდრაბიოს შრატი გაწმენდილ და ტონირებულ სახისა და კისრის არეზე, დილით და საღამოს. ნაზი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.

Bioderma – ბიოდერმა Atoderm გაჯერებული კრემი Ultra Nourishing Cream 

ატოდერმის ულტრა მკვებავი და დამცავი კრემი რეკომენდებულია მგრძნობიარე, ნორმალური და მშრალი კანისთვის. გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები უზრუნველყოფენ კანის დატენიანებას ჰიალურონის მჟავის აქციტავიის გზით. ანიჭებს კანს სირბილისა და ელასტიკურობის შეგრძნებას. ვიტამინი PP აძლიერებს ლიპიდების სინთეზს და კანის ბარიერულ ფუნქციას. ანიჭებს კანს ელასტიკურობას. კრემის შემადგენელი პოლისაქარიდები ახდენენ კანში წყლის მარაგების ოპტიმიზაციას და აძლიერებენ აქვაპორინების (წყლის არხები ) სინთეზს, აძლიერებენ ჰიალურონის გამომუშავებას და შესაბამისად უზრუნველყოფს კანის 24 საათიან დატენიანებას. ასევე გლიცერინი და ვაზელინი უზრუნველყოფს კანის დატენიანებას. DAF პატენტი აძლიერებს კანის ტოლერანტულობას. ნაზი ტექსტურის. შეიწოვება სწრაფად. არ აქვს სუნი. კარგად გადაიტანება. არაკომედოგენური.

გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება სუფთა, მშრალ კანზე და ნაზი წრიული მოძრაობებით გადაინაწილეთ სრულ შეწოვამდე. რეკომენდებულია 1-2 ჯერ დღეში.

Bioderma – ბიოდერმა Atoderm ხელის მკვებავი კრემი 

ატოდერმის ხელისა და ფრჩხილის მკვებავი კრემი, რეკომენდებულია მშრალი და დაზიანებული ხელისთვის და ფრჩხილისთვის. გააჩნია ძლიერი დამატენიანებელი, აღმდგენი და დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ფრჩხილებს. ხელის კრემის შემადგენლობაში შემავალი სპეციფიკური ბიოლოგიური აგენტები უზრუნველყოფენ კანის დატენიანებას ბარიერული ფუნქციის გაძლიერების გზით. გამოყენებისას კრემი ქმნის ხელთათმნის ეფექტს, რაც უკავშირდება კანის ზედაპირზე დამცველობითი ჰიდროგელის წარმოქმნას. შედეგად კანი ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს ტენიანობას ხელის დაბანისა თუ სხვა დამაზიანებელი ფაქტორების მიუხედავად. შიის ზეთი კვებავს კანს და აღადგენს მის ბარიერულ ფუნქციას. უზრუნველყოფს კანის მაქსიმალურ დაცვას. ბიოლოგიური აგენტი D.A.F. აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას. გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლიდან.

გამოყენების წესი: გამოიყენება საჭიროებისამებრ, დაიტანეთ ხელზე და შეიზილეთ ნაზი მოძრაობით სრულ შეწოვამდე.

 

Bioderma – ბიოდერმა Atoderm ტუჩის სტიკი 

ატოდერმის ტუჩის სტიკი, დამატენიანებელი და დამარბილებელი ეფექტით, რეკომენდებული ძალიან მშრალი და დახეთქილი ტუჩის კანისთვის. გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლიდან. სტიკი არბილებს ტუჩის კანს და ხდის მას ელასტიურს. მის შემადგენლობაში შემავალი ნატურალური DAF პატენტირებული კომპლექსი უზრუნველყოფს კანის ბარიერულ ფუნქციის გაძლიერებას.

გამოყენების წესი: გამოიყენება საჭიროებისამებრ ნებისმიერ დროს.

მოცულობა 4 გ.

კომენტარები