ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში სკეიტპარკის დემონტაჟი მოხდა. ადგილიდან ამ ეტაპზე ხის კონსტრუქციის გატანა ხდება.
პარკში არსებული სკეიტპარკი მოზარდებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
ხის კონსტრუქციის ნაგებობა დაზიანებული იყო, რის გამოც ბავშვების მიერ აღნიშნულ ზედაპირზე გადაადგილება საფრთხეს ქმნიდა.
ქუთაისში სკეიტპარკის მოწყობა 2018 წელს მოხდა და ის ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარით დაფინანსდა.
კომენტარები