წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ ფანჯრიდან ვარდნის შედეგად დაზიანება მიიღო. მეოთხე კლასელმა ბავშვმა ხელები მოიტეხა და თავი გაიტეხა.
მოზარდი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის უკვე სახლში იმყოფება.
როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ფანჯრიდან გადახტომა და სახლში ამ ფორმით წასვლა გადაწყვიტა.
სკოლასთან პრეტენზია არ აქვს ბავშვის ოჯახს და მომხდარს სიცელქეს უკავშირებენ. ბაბუის თქმით, მასზე ძალადობას არც მოსწავლეებისგან და არც მასწავლებლისგან ადგილი არ ჰქონია.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები