მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც”

“ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც”

ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს და თავს იიმედებს, სინამდვილეში არც მოსაწყლების საფუძველი აქვს, არც იმედის საფუძველი არ აქვს, იმიტომ, რომ ერთი, იცის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მეორე, “ოცნება” მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები