სისხლიან დაპირისპირებას სამტრედიაში 36 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მოკლულია კობა მეფარიშვილი. მას ცეცხლი ახლობლის სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ გაუხსნეს.
მოხვედრილი აქვს ათზე მეტი ტყვია, ის ადგილზე გარდაიცვალა.
რას უკავშირდება მომხდარი უცნობია, თუმცა როგორც ადგილზე აცხადებენ, მეფარიშვილი ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები