მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მოვუწოდებ პროკურატურას, გამოიძიოს სად წავიდა 5 მლნ ლარი, არ გამოუვათ ამ საქმის თაროზე შემოდება”

“მოვუწოდებ პროკურატურას, გამოიძიოს სად წავიდა 5 მლნ ლარი, არ გამოუვათ ამ საქმის თაროზე შემოდება”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – თემურ ცამციშვილმა  და მამუკა ბიბილეიშვილმა ბრიფინგი გამართეს და ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციაზე ისაუბრეს, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ;

“დიდ ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიულ სასწავლებელში ზუსტად ორი წლის წინ იმერეთის მუნიციპალიტეტის გუბერნატორმა, განათლების მინისტრის  მოადგილემ, სამტრედიის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაციის პროცესი, რომლის რეაბილიტაციისათვის 5 მლნ ლარია გამოყოფილი და როგორც მოსახლეობას შეჰპირდნენ აქ უნდა გახსნილიყო საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი, მაგრამ მოხდა პირიქით, სამუშაოები ახლა შეჩერებულია, მოხდა სრული დემონტაჟი რამდენიმე დამხმარე შენობის და ავარიულ მდგომარეობაშია შენობა. რაც გააკეთეს, ისიც გაფუჭებულია და შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში.

მოვუწოდებ პროკურატურას, გამოიძიოს სად წავიდა 5 მლნ ლარი და არ გამოუვათ ამ საქმის თაროზე შემოდება. ამხელა შენობა იმის მაგივრად, რომ რეაბილიტაცია გაეკეთებინათ, უფრო უარეს დღეში ჩააგდეს“, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

კომენტარები