გერმანიის ქალაქ პოტსდამში ძიუდოში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა.
+100კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ქუთაისელი საბა ინანეიშვილი გახდა.
ინანეიშვილმა ფინალში თანაგუნდელი ირაკლი დემეტრაშვილი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა გოგონათა შორის.
კომენტარები