მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქართულ კლასიკოში “ტორპედომ” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ქართულ კლასიკოში “ტორპედომ” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ქართული კლასიკო გაიმართა. ქუთაისის “ტორპედომ” “დინამო თბილისს” უმასპინძლა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

მატჩი ფრედ 2:2 დამთავრდა.

“რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა 39-ე წუთზე გახსნეს. ლაშა შერგელაშვილმა ზუსტი დარტყმით “დინამოს“ კარი აიღო.

მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე გიორგი არაბიძემ საჯარიმოს სიახლოვიდან კარში დაარტყა, “დინამოს“ მეკარე გიორგი ლორიამ ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.

თბილისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ანგარიში გაათანაბრეს – 2:2.

34 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 56 ქულით მესამე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ასწრებს გორის „დილას“ (54). “დინამო თბილისი“ კი 65 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და ჩემპიონობა ოფიციალურად დაკარგა – თბილისელები ბათუმის “დინამოს“ (75) ვეღარ დაეწევიან.

კომენტარები