ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე, ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2022/23 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა და საპატიო პრიზი გადაეცა.
სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ფარიკაობაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.
კონგრესის დელეგატთა გადაწყვეტილებით, 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.
კომენტარები