მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში კაფე-ბარ “სავანეს” მესაკუთრემ პროკურატურას მიმართა

ქუთაისში კაფე-ბარ “სავანეს” მესაკუთრემ პროკურატურას მიმართა

ქუთაისში კაფე-ბარ “სავანეს” მესაკუთრემ გიორგი ტურაბელიძემ  პროკურატურას მიმართა. დაზარალებულმა  და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართეს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სავარაუდო კორუფციული დარღვევებით გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ პროკურატურა საქმეს არ აღძრავს და  თაროზე შემოდებს.

კაფე “სავანე” ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარეობს. სასამართლომ მისი დანგრევის გადაწყვეტილება გამოიტანა ისე, რომ შენობა იუსტიციის სახლის საბუთებში არ არსებობს.

კაფეს მეპატრონეები ქუთაისის მერიას საკუთრების წართმევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები