მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თარიღი საგამოცდო დღეებს ემთხვეოდა” – ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტი პრეზიდენტისთვის უარის თქმის მიზეზს განმარტავს

“თარიღი საგამოცდო დღეებს ემთხვეოდა” – ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტი პრეზიდენტისთვის უარის თქმის მიზეზს განმარტავს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის უნივერსიტეტის კარი ქუთაისშიც დახურული აღმოჩნდა.

აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტმა სალომე ზურაბიშვილის მიმართვას უარით უპასუხა. პრეზიდენტს სტუდენტებთან ლექციის ჩატარება ევროინტეგრაციის თემაზე სურდა.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებას წერეთლის უნივერსიტეტში პასუხობენ.

რექტორის შალვა კირთაძის თქმით, უარის მიზეზი არა ბოიკოტი, არამედ არახელსაყრელი დრო იყო. რექტორი ამბობს, რომ პრეზიდენტის შერჩეული თარიღი უნივერსიტეტში საგამოცდო დღეებს ემთხვეოდა, რაც უარის მიზეზი გახდა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ თსუ-ის რექტორი კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას” შეფერხებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ განცხადებას.

კომენტარები