ჭიათურის მაღაროელები მეორე დღეა, პროტესტის ნიშნად გაფიცულები არიან.
პროტესტის ნიშნად პირველებმა სამუშაოს შესრულებაზე უარი დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა განაცხადეს. ისინი დანაპირებს 12-საათიან გრაფიკს და შესაბამის ხელფასს მოითხოვენ.
დარკვეთის მაღაროს სოლიდარობა სხვა მაღაროებმაც გამოუცხადეს. ამ დროისთვის 13 მაღარო გაჩერებულია.
1700 ადამიანი “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ელოდება.
კომენტარები