ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო “თბილისის” შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა აღმაშენებლის ქუჩაზე გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
შენობის ახალი მესაკუთრე მის დემონტაჟს იწყებს და იქ მცხოვრები ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 3 ოჯახის გამოსახლებას გეგმავენ, თუმცა დევნილები ამბობენ, რომ შენობის დატოვებას არ აპირებენ.
მათი თქმით, ხელისუფლებას მათთვის ალტერნატივა არ შეუთავაზებია და წასასვლელი არსად არ აქვთ.
“არაფერს არ ვაპირებ. ბენზინი რომ მქონდეს, დავდგები აგერ დავისხამ და დავიწვავ თავს. უკვე ეს გადაწყვეტილება მივიღე. რად მინდა ასეთი სიცოცხლე? როგორ შემოვედით თვითნებურად, მე სოხუმიდან მოვიდოდი აქ თვითნებურად? იძულებული ვარ, რომ დავისხა თავზე ბენზინი, დავიწვა. ჩემს სიცოცხლეს მაინც აზრი არ აქვს. უპატრონოდ დავრჩი, პატრონი აღარ მყავს.
ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, არც მოსულან, არც უკითხავთ რა გვიჭირს, პირიქით, თვითნებურად შემოხვედითო, ასე გვეუბნებიან, ცილს გვწამებენ”, – აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
კომენტარები