მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მედიკფორტეს” დირექტორი პროკურორებისა და ქუთაისის მერიის ჩინოვნიკების დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას მოითხოვს

“მედიკფორტეს” დირექტორი პროკურორებისა და ქუთაისის მერიის ჩინოვნიკების დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას მოითხოვს

კოლეჯ “მედიკფორტეს” დირექტორი იზა დიაკვნიშვილი ქუთაისის პროკურორებს და მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს.

“ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა და კოლეჯ “მედიკფორტეს” დირექტორმა იზა დიაკვნიშვილმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

იზა დიაკვნიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას მისი საკუთრების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში, პროკურატურას კი გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებაში და მერიის მაღალჩინოსნებზე ხელის დაფარებაში სდებს ბრალს.

იზა დიაკვნიშვილი მოითხოვს, გენერალურმა პროკურატურამ პროკურორებისა და მერიის ჩინოვნიკების დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს.

კომენტარები