მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის ბიუჯეტიდან პირველკლასელთა კვებისთვის თანხის გამოყოფას მოითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის ბიუჯეტიდან პირველკლასელთა კვებისთვის თანხის გამოყოფას მოითხოვს

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალაქის მერს მიმართავს მოთხოვნით, პირველკლასელთა კვებისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა უზრუნველყოს.

ხათუნა არველაძის განცხადებით, მან უკვე მიმართა შესაბამისი წერილით იოსებ ხახალეიშვილს, თუმცა მერმა ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაამისამართა.

ოპოზიციონერს წალენჯიხის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ქუთაისში 2350-მდე პირველკლასელია. მათი კვებისთვის წელიწადში სულ 1513000 ლარია საჭირო. “ქალაქის ბიუჯეტში ქუთაისის მერიის შენობის შენახვისთვის თანხა 2024 წელს მილიონით არის  გაზრდილია. ამით მერი ეუბნება ბავშვებს, რომ ვერ იზრუნებს მათი კვებისთვის”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევით საქართველოში  ბავშვების 35 პროცენტი მშიერი, ხოლო 65 პროცენტი ნაწილობრივ შიმშილს განიცდის.

კომენტარები