მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის”

“საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის”

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს, მაშინ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე, უმუშევრობაც ამდენივე, არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები. ქვეყანაში იყო დამყარებული ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომგამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომგამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს, შედეგად, დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული. მაშინ მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 27 მილიარდი ლარი, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება ექვსი მილიარდი. ბოლო 11 წელიწადში „ქართული ოცნების“  მმართველობის დროს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის.

“ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით საქართველო მე-10 ადგილზეა  ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას, ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არის მე-19 ადგილზე და უსწრებს ჩვიდმეტ ქვეყანას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები