“ვკვდები როგორც ქალაქი…”, – ასეთი სლოგანით ხვალ, 10:00 საათზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან პერფორმანსი გაიმართება.
აქცია სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ორგანიზებით იმართება და ისინი რეგიონების მიმართ ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკას აპროტესტებენ.
აქციის ფარგლებში აქტივისტები ბიძინა ივანიშვილს და “ქართული ოცნებას” სიმბოლურ სირცხვილის დერეფანში გაატარებენ.
სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ხუთი წელი გავიდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა და ამით ქალაქის კვდომა გამოიწვია.
აქტივისტების თქმით, საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგად ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობით მეორიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
სამოქალაქო მოძრაობა ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მოითხოვს.
კომენტარები