მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვკვდები როგორც ქალაქი”, – ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან პერფორმანსი გაიმართა

“ვკვდები როგორც ქალაქი”, – ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან პერფორმანსი გაიმართა

“ვკვდები როგორც ქალაქი…”, – ასეთი სლოგანით ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან პერფორმანსი გაიმართა.

აქცია სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მოითხოვს.

აქციის ფარგლებში აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” სიმბოლურ სირცხვილის დერეფანში გაატარეს.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ხუთი წელი გავიდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა და ამით ქალაქის კვდომა გამოიწვია.

აქტივისტების თქმით, საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგად ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობით მეორიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

კომენტარები