მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ.

როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, მელიას თანაგუნდელებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და მეტიც, პარტიის მოქმედი დეპუტატების ფრაქციიდან გარიცხვას გეგმავენ.

ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, მელიას გუნდის წევრები, ვერ ახერხებენ ფრაქციისთვის სახელის შეცვლას, ამიტომ ცდილობენ, ფრაქციის წევრები გარიცხონ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილები აცხადებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელები კანონს არღვევენ და ამ დრომდე ხელფასებს იმ ფრაქციიდან იღებ, რომელი პარტიის წევრებიც აღარ არიან.

“ნაციონალური მოძრაობიდან” წასულები აცხადებენ, რომ ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებენ.

კომენტარები