მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ბულვარში კაფე “სავანეს” დემონტაჟი იგეგმება

ქუთაისის ბულვარში კაფე “სავანეს” დემონტაჟი იგეგმება

ქუთაისის ბულვარში კაფე “სავანეს” დემონტაჟი იგეგმება.

ადგილზე აღსრულების პოლიციის წარმომადგენლები და ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური იმყოფება.

“სავანეს” მეპატრონეები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ დაელოდონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შენობის დემონტაჟს ნაჩქარევად ნუ დაიწყებენ.

ადგილზე სოლიდარობის ნიშნად ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

“სავანესთან” დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო. მოსამართლე დარინა აბულაძის გადაწყვეტილებით, კაფე “სავანე” უნდა დაინგრეს.

ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც “სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.

კომენტარები