ქუთაისში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟზე მიყვანილი მძიმე ტექნიკის მძღოლმა შენობის დანგრევაზე უარი თქვა.
მას შემდეგ, რაც მან ადგილზე შეკრებილი ათეულობით ქუთაისელი დაინახა, რომელიც შენობის დემონტაჟს აპროტესტებს და ხელისუფლების გადაწყვეტილებას გმობს, მან პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ტრაქტორი დატოვა.
“აი, ეს არის ნამდვილი ქუთაისელი, ეს არის ადამიანი, მან უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო ქუთაისის ისტორიის ნაწილის დემონტაჟში”, – აცხადებს “სავანეს” ერთ-ერთი მფლობელი ირაკლი ტურაბელიძე.
ქუთაისის ბულვარში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟში მიმდინარეობს, პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შენობის ნგრევა უნდა დაიწყოს. “სავანეს” დემონტაჟს მეპატრონეები და ადგილობრივები აპროტესტებენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო.
კომენტარები