მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში “სავანეს” დემონტაჟის დროს დაკავებული პირი თავისუფალია

ქუთაისში “სავანეს” დემონტაჟის დროს დაკავებული პირი თავისუფალია

ქუთაისის ცენტრში, კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟისას, ინციდენტის დროს დაკავებული პირი სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

სამართალდამცველებმა ის გუშინ დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

კაფე-ბარი “სავანე” აღსრულების პოლიციამ გუშინ დაანგრია. საზოგადოების ნაწილს დემონტაჟთან დაკავშირებით პროტესტი ჰქონდა.

კომენტარები